Sunday, March 14, 2010
1.პროექტის სახელი: მათემატიკური მოგზაურობა
ჰარმონიის სამყაროში
2. პროექტის მოკლე აღწერა: ოქროს კვეთა
და მისი კავშირი არქიტექტურასთან, ხელოვნებასთან,
კავშირი ფიბონაჩის რიცხვებთან.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე
ჯგუფები მუშაობენ საკითხებზე: ოქროს კვეთის
კავშირი ფიბონაჩის რიცხვებთან, ოქროს კვეთა და პითაგორელები,
ევკლიდეს მოსაზრება ოქროს კვეთასთან დაკავშირებით,
ოქროს კვეთა მუსიკასა და პოეზიაში, ოქროს კვეთა ბუნებაში.
მოსწავლეები გეგმავენ თავიანთ მოქმედებებს და პროექტის შესრულების ხანგრძლივობას, რომელიც არჩეული თემიდან გამომდინარე შეიძლება იყოს რამდენიმე კვირა. მათ შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი დაგეგმილი და დამოუკიდებლად წარმოებული სამუშაო გამოკვლევის, მოხსენების, ლექციის ან პრეზენტაციის სახით.
4.მონაწილეთა ასაკი: 14-16წელი (X-XIკლასი)
5.ვადები/ხანგრძლივობა: არჩეული თემიდან გამომდინარე (1 კვირა-1თვე)
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამატებითი ლიტერატურის მოძიება და ლიტერატურაზე მუშაობა, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, სხვადასხვა გზით წარმოდგენილი ინფიორმაციის ანალიზი.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტზე მუშაობას შეუძლია სწრაფად განუვითაროს მოსწავლეს არაერთი უნარი: დაამყაროს უშუალო კავშირი გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან, დაგეგმოს საკუთარი მოქმედებები და დრო, აკონტროლოს საკუთარი სწავლა, დაამყაროს კონტაქტი სხვადასხვა ადამიანთან, მიიღოს საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობის პრაქტიკა, გამოცდილება.
8. სარგებელი სხვებისთვის: ყველა დაინტერესებული პირი გააფართოვებს საკუთარ თვალსაწიერს, გაეცნობა მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ხელოვნებასა და ბუნებაში, გაეცნობა გარემომცველი სამყაროს სილამაზესა და ჰარმონიის ზოგიერთ კანონს.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია-გეოგრაფია,ხელოვნება, ბიოლოგია. ეროვნული სასწავლო გეგმა:გამოიმუშავებენ კვლა-ძიების უნარ-ჩვევის განვითარება; საპრეზენტაციო უნარ-ჩვევის განვითარება.
11. პროექტის ფასილიტატორი: 105-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლუდმილა ფოლადიშვილი.
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ludpol2010mat@gmail.ge
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: Ludapoladishvili@blogger.com
Subscribe to:
Posts (Atom)